პროექტის მთავარი იდეა: ბავშვები გაეცნობიან შემოდგომას როგორც წელიწადის
ყველაზე უხვ დროს, თავად ჩაატარებენ მოკვლევას
ბუნებაში, მიღებულ შთაბეჭდილებას გადმოცემენ თავიანთ შემოქმედებაში.
პროექტის აქტუალობა ბავშვები
იგრძნობენ ბუნებასთან სიახლოვეს, ისწავლიან ბუნების სიყვარულს.
პროექტის მიზნები მოკვლევის, დაკვირვების, ნანახის გააზრებისა
და გადმოცემის, მხატვრული კითხვის უნარ ჩვევების განვითარება, მოსწავლეებში ჯგუფური
მუშაობის გამოცდილების მიღება.
მონაწილეთა ასაკი 7-8წ.
ვადები/ხანგრძლივობა 1თვე
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები
შეძლებენ ბუნებაში ლაშქრობის დროს თავის დაკვირვებისას მიღებული ინფორმაციის, ემოციების
გადმოცემას ნახატების საშუალებით შეგროვილი
ბუნებრივი მასალის თემატურად გამოყენებას. შეიქმნება საპრეზენტაციო ფაილები. დამზადდება
ნახატების ბანერები ნახატების გამოფენისათვის. შეიქმნება
ჩანახატები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები ფერადი ფურცლები, სახატავი რვეულები, ფლომასტერები
და ფერადი ფანქრები, მაგიდა, შემოდგომის ფოთლები, საკერავი ნემსი და ძაფი. კომპიუტერი,
ინტერნეტი, სააქტო დარბაზი პრეზენტაციის წარსადგენად.
პროექტის მსვლელობა საპროგრამო მასალაში ,,შემოდგომის,, თემის შესწავლის
შემდეგ ვარჩევთ კლასთან ერთად სალაშქრო მარშრუტს. ჯგუფებს შორის მოვალეობების განაწილება.
ლაშქრობის დროს 1ჯგ.-აგროვებს ხმელ ფოთლებს.2ჯგ-აგროვებს ყვითელ და შეფერილ ფოთლებიან
ხის ტოტებს, 3ჯგ-უზრუნველყოფს მოპოვებული მასალის
ტრანსპორტირებას. კლასი მიგვყავს ლაშქრობაზე ბუნებაში,ვეცნობით შემოდგომა მწვანე კონცხზე.
ვაგროვებთ შემოდგომის ფოთლებს .მოსწავლეები შექმნიან საპრეზენტაციო ფაილებს ფოთლის სახეობების შესახებ .ასევე შემოდგომის სიუხვის შესახებ.ბავშვები მიღებულ შთაბეჭდილებებს
გადმოცემენ ნახატებში.შეგროვილი მასალით სააქტო
დარბაზში შემოდგომის ტყის იმიტაციის მოწყობა;(ფარდებზე ვაკერებთ ფოთლებს, ტოტებს ვდგამთ
ლარნაკებში(ხეებად). ხმელ ფოთლებს ვყრით იატაკზე.)ბანერებზე
ბავშვების ნახატების გამოფენა,შემოდგომის მოსავლის კუთხის მოწყობა. საზოგადოებაზე წარდგენა-ბავშვები
ამბობენ შემოდგომისადმი მიძღვნილ ქართველ და
უცხოელ პოეტების ლექსებს, საუბრობენ გადამფრენ ფრინველებზე, თამაშობენ მინი სპექტაკლს-,,შემოდგომა და ბავშვები,,
ასრულებენ; სცენებს-,,მოსავლის დღესასწაული,, მუსიკალურ ნომრებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-
ხელოვნება,ბუნება, ქართული, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი-მერი წითელაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა meri witeladze@gmail.com